ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
ინფექციურის ბოქსირებულ განყოფილებაში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს
20:16 27.02.2020
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ეკიპირებულმა მედიკოსებმა კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია "მთავარი არხი" ავრცელებს.

მათი ცნობით, პაციენტი სავარაუდოდ არის ქალი, რომელიც გადმოყვანილია ერთ-ერთი საბაჟოდან და ის სამართალდამცველია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ბეჭდვა