ბრიჯიტ ბრინკი სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
ბრიჯიტ ბრინკი სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს
18:42 31.08.2012
საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ბრიჯიტ ბრინკი სამი ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.

ბრიჯიტ ბრინკის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს თითოეული თანამშრომელი უერთდება ქართველი ხალხის მწუხარებას სამი მამაცი ქართველი სამხედრო მოსამსახურის – ვლადიმერ ხვედელიძის, სოლომონ წიკლაურისა და არჩილ ჩოხელის გარდაცვალების გამო.

მისი თქმით, მათ ლოპოტას ხეობაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შესწირეს თავი.

„აშშ–ის საელჩოს სახელით, თანაგრძნობას ვუცხადებ ჯარისკაცების ოჯახებსა და მეგობრებს, აგრეთვე მათ თანამებრძოლებს, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იცავენ მშვიდობას საქართველოსა და მთელ მსოფლიოში“- აცხადებს ბრინკი.

სოფელ ლაფანყურში სპეცოპერაციის დროს დაიღუპა შსს-ს ორი თანამშრომელი სოლომონ წიკლაური და არჩილ ჩოხელი. ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ექიმი ვლადიმერ ხვედელიძე.

ბეჭდვა