2019 წლის მეოთხე კვარტალში გამსვლელი ტურიზმის მაჩვენებელმა 1 890,5 ათასი ერთეული შეადგინა
2019 წლის მეოთხე კვარტალში გამსვლელი ტურიზმის მაჩვენებელმა 1 890,5 ათასი ერთეული შეადგინა
18:28 26.02.2020
გასული 2019 წლის IV კვარტალში საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 1 890.5 ათასი გასვლა საზღვარგარეთ, რომლის უდიდესი ნაწილი, 45.3 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლის მოგზაურების მიერ.

აღნიშნული რაოდენობიდან საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების2 მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების3 რაოდენობამ 628.6 ათასი შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 54.7 პროცენტი წარმოადგენდა ტურისტულ ვიზიტს.
ვიზიტების უმრავლესობა, 45.9 პროცენტი, განხორციელდა 31-50 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში შემავალი საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ. ქალების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა მთლიანი ვიზიტების 41.9 პროცენტს შეადგენდა.
2019 წლის IV კვარტალში ყველაზე მეტი ვიზიტი, 35.6 პროცენტი, განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და აზერბაიჯანში, შესაბამისად, 263.2 ათასი და 111.7 ათასი ვიზიტი. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას მონახულებული ქვეყნების მიხედვით.

საქსტატის ცნობითვე, 2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გათეული ღამეების საშუალო რაოდენობამ 3.8 ღამე შეადგინა. განხორციელებული ვიზიტების 95.5 პროცენტი წარმოადგენდა განმეორებითი ხასიათის ვიზიტს. ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს 2019 წლის IV კვარტალში საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობის პროცენტულ განაწილებას კმაყოფილების დონის მიხედვით.

2019 წლის IV კვარტალში განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 505.4 მილიონი ლარი შეადგინა, ვიზიტზე საშუალო ხარჯი კი 804.0 ლარს გაუტოლდა.


ბეჭდვა