შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და ყოფილი პრემიერი, ვანო მერაბიშვილი პოლონეთში
მიემგზავრება. ამის შესახებ ინფორმაცია ყოფილი მინისტრის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ვრცელდება.
"ხვალ დილით, ვანო მერაბიშვილი მიემგზავრება პოლონეთის რესპუბლიკაში, სადაც სეიმის ხელმღვანელობის მოწვევით, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ღონისძიებებში. ამის შემდეგ, ის აპირებს გადაუდებელი მკურნალობის კურსის ჩატარებას", - ნათქვამია განცხადებაში.
მკურნალობის შემდეგ მერაბიშვილი საქართველოში დაბრუნებას გეგმავს.
