დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ცოტნე დადიანის, ცინცაძის, სააკაძის, კოხრეიძის, ჭიჭინაძის, რიონჰესის, ბენდელიანის, იმერეთის, მანჯგალაძის, ლეჩხუმის, ნიკო მარის, ხევსურეთის, სვანეთის, მრევლიშვილის, სანერგეს და დიდი ჯიხაიშის ქუჩების მაცხოვრებლებს, ხოლო 10 საათიდან 18 საათამდე მუხიანის II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ალექსეევკის დასახლების, გახოკიძის, ქართველიშვილის, გობრონიძის, ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 15 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლები, 10 საათიდან 14 საათამდე ჭედიას, ლაზოს, შუშის, ტაძრის, სარაჯიშვილის, მონასტრის, წყალსადენის და ულიანოვის ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 13 საათამდე ნავთლუღის დასახლების, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის (ნაწილობრივ), მესხეთის, კობცოვის, ტატიშვილის, ბუკისციხის, ხარაბაძის, გომარეთის, წინანდლის, გუთნის, ივერიელის და ახმეტის ქუჩების მაცხოვრებლები, ხოლო 14 საათიდან 16 საათამდე სევანის, მარტყოფის, ფაღავას, ირბახის, გურჯაანის, ბოროდინის, ნასაკირალის, მახათას, სართიჭალის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გადაუდებელი სამუშაოების გამო 10 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა ორთაჭალის, წინანაურის, ნიშნიანიძის და დადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 15 საათამდე სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, სურგულაძის, ღოღობერიძის, ჟორდანიას და ლომინაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 17 საათამდე ნუცუბიძის პლატოს III მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას I კვარტლის, ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), მიცკევიჩის, ნუცუბიძის, ზაქარიაძის, ამაშუკელის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 13 საათამდე კი აღმაშენებლის ხეივნის, კვიჭიძის, ნოზაძის და ფერაძის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
„თელასის“ ინფორმაციითვე, 14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა სოფელი ზურგოვანის, დიღმის სასწავლო მეურნეობის და თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებს, ხოლო 11 საათიდან 18 საათამდე ყიფშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.
