ონში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
ონში გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს
18:25 17.02.2020
ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

17 თებერვალს გზები სოფელ სევასა და ფარახეთში გაიწმინდა.

ზამთრის სეზონზე გზების გაწმენდის სამუშაოები მუნიციპალიტეტში სისტემატიურად ხორციელდება.

გზების წმენდის სამუშაოებზე მონიტორინგს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე პირადად ახორციელებს.
ბეჭდვა