ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება
ხანძრის შედეგად დამწვარი სკოლის მოსწავლეებისთვის სწავლა უმოკლეს დროში განახლდება
17:38 17.02.2020
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაის მეურნეობაში, სადაც საჯარო სკოლა დაიწვა სწავლა უმოკლეს დროში აღდგება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ყველა შესაბამის უწყებასთან ერთად, მუშაობს ყველა მიმართულებით, რათა სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში წარიმართოს.

საჯარო სკოლაში, სადაც 36 ბავშვი სწავლობდა, ამ მომენტისთვის ზარალის დაზუსტება მიმდინარეობს, თუ რა საგანმანათლებლო რესურსებია საჭირო როგორც მოსწავლეებისთვის, ასევე მთლიანად სკოლის სრული ფუნქციონირებისთვის.

სასწავლო რესურსებითსკოლას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, სსიპ-ი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო უზრუნველყოფს.

ბეჭდვა