გაფუჭებული სათადარიგო ესკალატორი-სადგურ „მარჯანიშვილზე“ მგზავრების გადაადგილება შეფერხდა
გაფუჭებული სათადარიგო ესკალატორი-სადგურ „მარჯანიშვილზე“ მგზავრების გადაადგილება შეფერხდა
16:32 16.02.2020
მეტროპოლიტენის სადგურ „მარჯანიშვილზე“ დღეს მგზავრების მოძრაობა შეფერხდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „ნიუსპრესს“ თვითმხილველმა აცნობა, 13:40 წუთზე მეტროში ამომავალი ესკალატორი მწყობრიდან გამოვიდა და გაჩერდა.

როგორც შეკრებილ მგზავრებს განუმარტეს, გაფუჭებული იყო სათადარიგო, მესამე ესკალატორიც, რის გამოც ბაქანზე ხალხმრავლობა წარმოიქმნა.

მეტროსადგურის ესკალატორმა მუშაობა ოდნავ მოგვიანებით, დაახლოებით 13:55 წუთზე განაახლა.

ბეჭდვა