„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა
„თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ კურორტ საირმეში MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლებს უმასპინძლა
17:32 10.02.2020
8 თებერვალს კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ გერმანული უმსხვილესი ბრენდის - MAN-ის ავტობუსის მძღოლებისთვის წამახალისებელი და მოტივაციის ასამაღლებელი ღონისძიება გამართა.

ღონისძიებას კურორტმა „საირმემ“ უმასპინძლა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, „თიმბილდინგის“ ფარგლებში, კომპაქტ სპორტინგით კურორტის „სასროლეთში“, რომელიც თანამედროვე ბრიტანული აპარატურითაა აღჭურვილი, ერთმანეთს შეჯიბრებოდნენ.

ღონისძიების ბოლოს „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ MAN-ის ბრენდის ავტობუსის მძღოლები დააჯილდოვა, რომლებმაც გაიმარჯვეს ნომინაციებში: ყველაზე უსაფრთხო მძღოლი, მგზავრების მიმართ კეთილგანწყობილი და შრომისმოყვარე მძღოლი. კომპანიამ, ასევე, დააჯილდოვა სატრანსპორტო კომპანიის მენეჯერები, რომლებიც მაღალი პროფესიონალიზმით გამოირჩევიან და უდიდესი წვლილი შეაქვთ აღნიშნულ ორ კომპანიას შორის წარმატებულ თანამშრომლობაში.

„თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ კომპანია MAN-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოში. „MAN Truck and Bus SE“ ერთ-ერთი ლიდერი გერმანული კომპანიაა მსოფლიო ბაზარზე, მის მიერ წარმოებული სატვირთო ავტომობილები და ავტობუსები ცნობილია, როგორც ყველაზე საიმედო, ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო, კომფორტული და ეკონომიური სატრანსპორტო საშუალებები.

დედაქალაქში CNG-ის ტიპის MAN-ის ავტობუსების შემოყვანა 2017 წლიდან დაიწყო და მათი გაშვება სხვადასხვა ხაზზე ეტაპობრივად მოხდა. ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკში 144 ერთეული ახალი 12-მეტრიანი MAN-ის მარკის CNG და 90 ერთეული დიზელის ძრავზე მომუშავე Euro 6 ემისიის სტანდარტის ახალი „MAN Lion's City A47“ ავტობუსია.
ბეჭდვა