ჩვილთა 24-ე ნათლობისთვის დღეს საბუთების მიღება იწყება
ჩვილთა 24-ე ნათლობისთვის დღეს საბუთების მიღება იწყება
09:47 31.08.2012
ჩვილთა 24-ე საყოველთაო ნათლობისთვის საპატრიარქოში დღეიდან საბუთების მიღება იწყება.

როგორც „ნიუსპრესს“ საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდული ცენტრიდან „ძლევაი“ აცნობეს, საბუთების მიღება დღეიდან 2 სექტემბრის ჩათვლით, 12:00-დან 16:00 საათამდე იწარმოებს.

ნათლობა 9 სექტემბერს, სამების საკათედრო ტაძარშია დაგეგმილი.

ჩვილთა 23-ე საყოველთაო ნათლობა 13 ივლისს, სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე, სამების საკათედრო ტაძარში გაიმართა, რომლის დროსაც პატრიარქის ნათლულებს კიდევ 510 ჩვილი შეემატა.

სულ უწმინდესს 11 901 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

ბეჭდვა