სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონალური სამსახურის თანამშრომლებისთვის ტრენინგი გაიმართა
11:25 13.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონული სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ტრენერთა ტრენინგი - „გარემოსდაცვითი განათლების საკითხებზე“.

ტრენინგი მიმდინარეობადა სამი დღე და მოიცავდა ისეთ თემებს როგორიცაა: ნარჩენების მართვა, წყლის რესურსების მდგრადი მართვა, ტყე და ბიომრავალფეროვნება, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის ტექნიკები.

ტრენინგის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს (ARDA) - რეგიონალური სამსახურის თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობა.

ბეჭდვა