აბანოთუბანში საცხოვრებელი სახლის სახურავს ხანძარი გაუჩნდა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.
როგორც „ნიუსპრესს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ გიორგაძემ განუცხადა, სახურავი 80 კვადრატული მეტრის ფართზე დაიწვა.
მისი თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი არც სხვა ნაგებობებზე გავრცელებულა.
ადგილზე 10 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.
