ლანჩხუთში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება
ლანჩხუთში გზებზე ტექნიკური მარილი იყრება
16:47 10.02.2020
ქალაქში დილიდანვე მიმდინარეობს საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, ადმინისტრაციულ შენობებთან მისასვლელი გზების გაწმენდა.

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები თოვლისაგან ასუფთავებენ ტროტუარებს და ყრიან ტექნიკურ მარილს.

აღნიშნული სამსახურის მიერ ქალაქის ტერიტორიაზე შეიფუთა სხვადასხვა ნარგავები.

ბეჭდვა