თბილისის რამდენიმე ქუჩას ხვალ წყალმომარაგება შეუწყდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, წყლის შეწყვეტის მიზეზი ცოტნე დადიანის გამზირზე წყალსადენის ქსელების ამორტიზებულ მონაკვეთებზე გადაუდებელი სამუშაოებია.
ამ მიზნით, ხვალ 11:00 საათიდან 1 სექტემბრის 11:00 საათამდე წყალმომარაგება ცოტნე დადიანის გამზირს, ჭყონდიდელის, ერისთავის, ზვარეთის, იფნევის, ახალდაბის, გოგაშენის, ბჟოლიეთის და კვერნაულის ქუჩებს შეუწყდება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში წყალი ზესტაფონის, ბეჟანიშვილის, წიწამურის, მანჯგალაძის, მახინჯაურის, ცისარტყელას, რკინიგზისა და მათ მიმდებარე ქუჩებს, ასევე, გურამიშვილის გამზირს სანზონამდე არ მიეწოდება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანიის ტექნიკური ბრიგადები ხვალ დილიდან შეუდგებიან.
