სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარდათ
16:07 05.02.2020
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო (ARDA) - თან თანამშრომლობით სამინისტროს ცხელი ხაზის ოპერატორებს ჩაუტარდათ ტრენინგი.

ტრენინგი მოიცავდა გარემოსდაცვით საკითხებს. ტრენინგს ატარებდნენ სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული ყველა გარემოსდაცვითი დეპარტამენტი და სსიპ-ის წარმომადგენლები. ტრენინგის ფარგლებში გადამზადდა ცხელი ხაზის 24 თანამშრომელი.

ბეჭდვა