ონში გზების წმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
ონში გზების წმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს
11:14 05.02.2020
ზამთრის სეზონის პარალელურად ონის მუნიციპალიტეტში სოფლებამდე მისასვლელი და სოფლის შიდა გზების მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

მიმდინარე წლის 5 თებერვალს გზები გაიწმინდა სოფელ კომანდელში, სომიწოსა და ქალაქ ონში.

მუნიციპალიტეტის პრესსამსახურის ინფორმაციით, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება გზებზე სადაც ხდება სასკოლო ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

გზების წმენდის სამუშაოები ონის მუნიციპალიტეტის მერმა ემზარ საბანაძემ პირადად მოინახულა

ბეჭდვა