თსუ-ში ხვალ წიგნის „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაცია გაიმართება
თსუ-ში ხვალ წიგნის „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაცია გაიმართება
17:04 03.02.2020
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრში ხვალ წიგნის - „ოსური ხალხური ზღაპრები“ პრეზენტაცია გაიმართება.

თსუ-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, წიგნში შესულია ოსური ხალხური ზღაპრების ახალი თარგმანები (მთარგმნელი: ნაირა ბეპიევი). კრებული გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ნამუშევრებით.

პრეზენტაცია 16:00 საათზე გაიმართება.
ბეჭდვა