არიან თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები კორონავირუსით დაავადებულები, ხვალ გაირკვევა
არიან თუ არა ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტები კორონავირუსით დაავადებულები, ხვალ გაირკვევა
15:53 03.02.2020
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარიანა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი არც ერთ პაციენტს დიდი ალბათობით კორონავირუსი არ აქვს.

მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ პალატაში სამი პაციენტი იმყოფება დაკვირვების ქვეშ, რომელთა მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია.

„ამ ეტაპზე სამი პაციენტი განაგრძობს ჩვენთან მეთვალყურეობას. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კლინიკურად გამოჯანმრთელებულები არიან, მაგრამ ჯერჯერობით მეთვალყურეობას გადიან. ანალიზების პასუხი იქნება სამშაბათს დღის ბოლოს. მათი ანალიზები გადაგზავნილია ნიდერლანებში. დიდი ალბათობით, აქ არც ერთ პაციენტთან კორონავირუსი არ არის. ანალიზის პასუხის მიღების შემდეგ შესაძლებელია, მათ მალევე დატოვონ ჩვენი კლინიკა“,– აცხადებს მარინა ეზუგბაია.

ბეჭდვა