კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
კობი-გუდაურის მონაკვეთზე მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია
16:01 02.02.2020
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის კობი-გუდაურის მონაკვეთზე, მსუბუქი და მცირე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იმყოფებიან და ტრანსპორტის უსაფრთხოდ გადაადგილებას არეგულირებენ.

ბეჭდვა