საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემები ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს პორტალთან ინტეგრირდა
საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემები ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს პორტალთან ინტეგრირდა
18:25 30.01.2020
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალი - ,,www.air.gov.ge’’ შეიქმნა. პორტალზე, ერთ სივრცეში თავი მოიყარა სხვადასხვა სტაციონარული სადგურებიდან ავტომატური კავშირის მეშვეობით და ინდიკატორული გაზომვების შედეგად მიღებულმა ჰაერის ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ მონაცემებმა.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EEA) მუშაობის შედეგად, საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალის მონაცემები ევროპის გარემოს დაცვის სააგენტოს პორტალთან ინტეგრირდა და საქართველოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონაცემები უკვე ევროპულ პორტალზეც უწყვეტ რეჟიმშია ხელმისაწვდომი.

ამ დროისთვის, პორტალის მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის ხარისხის შესახებ ინფორმაციას გაეცნო 92 000 ზე მეტი უნიკალური ვიზიტორი.

ბეჭდვა