ორპირი-საწირეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
ორპირი-საწირეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
13:05 24.01.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით , ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1-კმ38 (ორპირი-საწირე) მონაკვეთზე, მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ52 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბეჭდვა