მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
მაღალმთიანი აჭარის 17 სკოლაში დიდთოვლობის გამო სასწავლო პროცესი შეწყდა
12:03 24.01.2020
მაღალმთიან აჭარაში დიდთოვლობის გამო 17 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა.

მოსწავლეები სკოლებში არ გამოცხადდნენ, რის გამოც, სასწავლო პროცესი შეწყდა ხულოს 10 და შუახევის შვიდ სკოლაში.

ხულოში თოვლის საფარი დაბალი ზონის სოფლებში 50 სმ-ია, მაღალი ზონის სოფლებში – ერთი მეტრი, ხოლო კურორტ გოდერძიზე 1.5 მეტრს აღწევს. როგორც ადგილობრივ მერიაში განაცხადეს, საავტომობილო გზები ინტენსიურად იწმინდება.

ბეჭდვა