შიდსის დიაგნოზით 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
შიდსის დიაგნოზით 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა
12:28 30.08.2012
შიდსის დიაგნოზით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

როგორც „ნიუსპრესს“ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში განუცხადეს, გარდაცვლილია 50 წლამდე მამაკაცი. გარდაცვალების მიზეზი კი, დაავადების მძიმე ფორმა გახდა.

ცენტრის ინფორმაციით, აგვისტოში 2 პაციენტია გარდაცვლილი. 2012 წელს კი, შიდსის დიაგნოზით 66 მოქალაქე გარდაიცვალა.

2012 წლის 7 აგვისტოს მონაცემებით, შიდსის ცენტრში შიდსის ვირუსით ინფიცირების 3 417 შემთხვევაა რეგისტრირებული. მათგან 2 503 მამაკაცი და 914 ქალია.

პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. შიდსი განუვითარდა 2 255 პაციენტს. 752 კი, გარდაიცვალა.

მიმდინარე წელს დაავადების 302 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აივ მკურნალობას 1 271 პაციენტი, მათგან 36 ბავშვი გადის.

ბეჭდვა