თსუ-ს რექტორის სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებით რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის
აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი მიიჩნევს, რომ
ადამიანი რომელიც ასეთ ღირებულ საქმეს უხელმძღვანელებს და ასეთ შედეგს დადებს, თან 2002 წელს , მარტო ამ საქმეში იმსახურებს დოქტორის ხარისხს:
„თსუ-ს რექტორის სადოქტორო ხარისხთან დაკავშირებით და ზოგადად PhD ზე მინდა ვთქვა. საგანმანათლებლო სისტემის ნაკლად ვთვლიდი ყოველთვის იმას, რომ ადამიანებს ჩვენში ხსენებული ხარისხი მხოლოდ ე.წ. სადოქტორო ნაშრომის დაცვის შედეგად ეძლევა და არა მაგალითად ამისგან დამოუკიდებლად წარმართული წარმატებული შრომის გამოც, რომელიც ასევე მოიცავს კვლევით კომპონენტს.
მხარეები ( და სამწუხაროდ ამ საქმეს მხარეები უფრო ყავს, ვიდრე საგანმანათლებლო პროგრესით დაინტერესებულნი) არ დავობენ, რომ გიორგი შარვაშიძემ უხელმძღვანელა პროცესს, რომლითაც სადავო დოკუმენტი / განმარტებითი ბარათი შეიქმნა.
წავიკითხე ეგ ბროშურა და ადამიანი რომ ასეთ ღირებულ საქმეს უხელმძღვანელებს და ასეთ შედეგს დადებს, თან 2002 წელს , მარტო ამ საქმეში იმსახურებს დოქტორის ხარისხს, რომელიც რექტორად არჩევიდან ლამის თურმე მესამედ გაუხადეს სადავოდ.
დისერტაციას ვერ გავეცანი ( ტექნიკურად) მაგრამ რომც გავცნობოდი მაინც არაფერს ვიტყოდი პლაგიატზე, რადგან პროფესიული სიკვდილით დასჯის განაჩენი აქ FB ზე გამოსატანი და თანაც აღსასრულებელი არაა!“ - წერს კუპრაშვილი.
