საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კონტინეტის საუკეთესო ათეულშია
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები კონტინეტის საუკეთესო ათეულშია
18:00 22.01.2020
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მეორე გამარჯვება მოიპოვა და არსებობის ისტორიაში პირველად, კონტინენტის 10 საუკეთესო გუნდში მოხვდა.

ქართველმა წყალბურთელებმა თურქეთის ნაკრები 12:6 დაამარცხეს და მე-9 ადგილისთვის ბრძოლას განაგრძობენ.

24 იანვარს, საქართველოს ნაკრები გადამწყვეტ შეხვედრაში გერმანიასა და რუმინეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

მატჩი 16:00 საათზე დაიწყება.

ბეჭდვა