ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ბალახის საფარს ცეცხლი გაუჩნდა.
როგორც „ნიუსპრესს“ სამაშველო სამსახურში განუცხადეს,
დაახლოებით 6-7 ჰექტარზე დამწვარია ხეები და ბალახის საფარი.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე 10 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება სხვა სახის გამოძახებებს, სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში მოსახლეობისგან სულ 65 გამოძახება დაფიქსირდა.
გამოძახებების უმრავლესობა ძლიერი ქარის გამო იყო განპირობებული.
სამსახურის ინფორმაციითვე, ძლიერ ქარს თბილისში სერიოზული სახის დაზიანებები არ გამოუწვევია.
