ვასილ გონაშვილი: წარმოუდგენელია ისაუბრო პლაგიატზე, როდესაც ავტორს დადგენილებაზე მომუშავე თითოეული წევრი სათითაოდ ჰყავს მოხსენიებული და მათ მიმართ მადლიერებაც კი აქვს გამოხატული
ვასილ გონაშვილი: წარმოუდგენელია ისაუბრო პლაგიატზე, როდესაც ავტორს დადგენილებაზე მომუშავე თითოეული წევრი სათითაოდ ჰყავს მოხსენიებული და მათ მიმართ მადლიერებაც კი აქვს გამოხატული
15:04 21.01.2020
თსუ-ს ასოცირებული პროფესორი ვასილ გონაშვილი, თსუ-ს რექტორთან მიმართებაში მიიჩნევს, რომ პლაგიატზე საუბარი შეუძლებელია მაშინ, როდესაც დისერტაციის ავტორი დადგენილებაზე მომუშავე თითოეული წევრის მიმართ მადლიერებას გამოხატავს და თითოეული მათგანი შესაბამისად ჰყავს მოხსენიებული:

„წარმოუდგენელია ისაუბრო ნაშრომის პლაგიატზე, როდესაც ნაშრომის ავტორს დადგენილებაზე მომუშავე თითოეული წევრი სათითაოდ ჰყავს მოხსენიებული ტექსტში და მათ მიმართ მადლიერებაც კი აქვს გამოხატული. გიზიარებთ ჩემი კოლეგა პროფესორების დასკვნას, რომლებმაც დეტალურად შეისწავლეს თსუ რექტორის სადისერტაციო ნაშრომი და ანტიპლაგიატის პროგრამის დასკვნა.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ აღმოჩენილი მცირე პროცენტიც სწორედ პარლამენტის მიერ წლების წინ მიღებული დადგენილებაა, რომლის თანაავტორიც თავად რექტორია. კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია, რომ ის პროცენტული მაჩვენებლებიც, რომელსაც Turnitin გვიჩვენებს სპეციალისტების შეფასების გარეშე არაფერს გვეუბნება. 6% იქნება ეს დამთხვევა, 8%, 15% თუ 45%, მთავარია რომ გამოყენებულია ოფიციალური დოკუმენტი, რომლის მითითებაც ხდება. ამ ლოგიკით, რასაც იურისტები კანონმდებლობიდან და სხვა ნორმატიული აქტებიდან ციტირებენ, ყველა სამეცნიერო ნაშრომში პლაგიატი დაუდასტურდებათ“ - აცხადებს ვასილ გონაშვილი, რომლიც ასაჯაროებს იმ დოკუმენტს, რომელიც თსუ აკადემიური საბჭოს წევრებმა მიიღეს და რომელიც უკვე გაგზავნილია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში.


ბეჭდვა