საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა თბილისის სპორტის სასახლეში ფინეთის ნაკრებს უმასპინძლა.
შეხვედრა 24:24 დასრულდა. მატჩის შემდეგ, ქართველ ხელბურთელებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი შეხვდა და მომდევნო შეხვედრაში წარმატებები უსურვა. მინისტრმა ჩვენი გუნდის საუკეთესო მოთამაშე, გიორგი ცხოვრებაძე დააჯილდოვა - ცხოვრებაძე, საქართველოს ნაკრების საუკეთესო მოთამაშე გახდა.
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის განმეორებითი მატჩი 19 იანვარს ფინეთში გაიმართება. წყვილში გამარჯვებული ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო მეინ რაუნდში ითამაშებს.
