დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
18:40 16.01.2020
თბილისში სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო დღეს, 17 იანვარს ელექტრომომარაგება სხვადსახვა ქუჩების და დასახლებების მოცხოვრებლებს დროებით შეეზღუდება.

შეზუღუდვა შეეხებათ თბილისის შემდეგ რაიონებს  კრწანისის, გლდანის, საბურთალოს, ვაკის, ნაძალადევის და დიდუბის რაიონებს.

12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთავის გზატკეცილის, გორგასალის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლებს, ასევე სოფელი გლდანის, მუხიანის აგარაკების, გლდანის მასივის III, IIIა, V მიკრორაიონების, ფარსმან II ქველის, მარინა ტაბატაძის, დავით ჯაბიძის, ქერჩის, წყაროთუბნის და ხევისპირის ქუჩების მაცხოვრებლებს.

15 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამხედრო გზატკეცილის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის მე-12, მე-13 კილომეტრების, დიღმის სასწავლო მეურნეობის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, სოლოღაშვილის, კუკური გოგიაშვილის, ვიქტორ ნოზაძის, გრიგოლ ფერაძის, ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის, ირინა ენუქიძის და გივი კვიჭიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელი დიღმის, გოძიაშვილის, დიდგორის, პეტრიწის, სარაჯიშვილის და კვანტალიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ოთარ ჭილაძის და ქართველიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის, დიდი დიღმის III მიკრორაიონის, მეფე მირიანის და პეტრიწის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კოსტავას ქუჩის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.


10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის, ცოტნე დადიანის, ჭყონდიდელის, თორნიკე ერისთავის, მექანიზაციის და მაგნიტოგორსკის ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, მიხეილ ჭიაურელის და ჩაჩავას ქუჩების მაცხოვრებლებს.


კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ბეჭდვა