"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" "ჯეოსელს" ანძების დემონტაჟს თხოვს
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრი" "ჯეოსელს" ანძების დემონტაჟს თხოვს
17:04 02.03.2012
"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე კომპანია "ჯეოსელისგან" კერძო დასახლებებში დამონტაჟებული ანძების დემონტაჟს ითხოვს.

როგორც ნიკოლოზ მჟავანაძემ განაცხადა, "ჯეოსელი" კერძო დასახლებებში საბაზო სადგურების უნებართვოდ დამონტაჟებით მოსახლეობას ორი წელია საფრთხეს უქმნის.

ნიკოლოზ მჟავანაძის ინფორმაციით, თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ კერძო საცხოვრებელი სახლების სახურავებიდან მსგავსი საბაზო სადგურები არაერთხელ მოიხსნა, თუმცა, "ჯეოსელი" კერძო დასახლებებში ანძების მონტაჟს მაინც ახორციელებს.

მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს ადგილი ივ. ჯავახიშვილის, გ. ახვლედიანის, აგარის, აფხაზეთისა და ზაზიაშვილის ქუჩებზე ჰქონდა. მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოქალაქეებს კი, ჯანმრთელობის პრობლემები ექმნებათ.

"ეკოლოგიური სამართლის ცენტრის" წარმომადგენლების თქმით, თუ "ჯეოსელი" ანძების უნებართვო მონტაჟს გააგრძელებს, კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.



ბეჭდვა