გომი-საჩხერე-ჭიათურას გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
გომი-საჩხერე-ჭიათურას გზაზე მისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
11:51 12.01.2020
ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ20-კმ55 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ბეჭდვა