პაატა იმნაძე: გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს
პაატა იმნაძე: გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს
13:50 10.01.2020
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე აცხადებს , რომ გრიპის ვირუსის გავრცელების გამო, საჯარო სკოლებსა და ბაღებში არდადეგების გახანგრძლივების საფუძველი არ არსებობს.

„ნუ აჰყვებით რუსულ პროპაგანდას. ჩვეულებრივი ზამთარია ჩვეულებრივი გრიპით, შესაბამისად არდადეგების გახანგრიძლივების საჭიროება არ არსებობს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სკოლებსა და ბაღებში საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესი 15 იანვარს განახლდება.

ბეჭდვა