დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას ხვალ ელექტროენერგია შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14:00 საათამდე ჭავჭავაძის გამზირს, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებს, დაბა წყნეთს და სოფელ ახალდაბას გაეთიშება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ენერგომომარაგება ვაჟა-ფშაველას გამზირის ნაწილს, ვაჟა-ფშაველას VI კვარტლის, ქავთარაძის, ცაგერის, საირმის, მიცკევიჩის, შმიდტის და მიმდებარე ქუჩებს არ მიეწოდება.
ელექტროენერგია 10-დან 17:00 საათამდე ვაზისუბნის IV მიკრორაიონის I კვარტალს, ანდრონიკაშვილის, ბაღნარის, ჩიქვანიას და მიმდებარე ქუჩებს შეეზრუდება.
შეზღუდვა 10-დან 18:00 საათამდე ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩებს, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, კახეთის გზატკეცილს, ნავთლუღის დასახლებას, ჭიჭინაძის, თვალჭრელიძის, გუმათჰესის და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
10-დან 18:00 საათამდე შუქი ასევე, ნუცუბიძის III მიკრორაიონის I, II, III, IV კვარტლებს, გამრეკელის, ძოწენიძის და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ელექტროენერგია 12-დან 18:00 საათამდე დაბა კიკეთს და ბეთანიას, ხოლო 13-დან 14:00 საათამდე დადიანის, ლერმონტოვის და ტაბიძის ქუჩებს შეეზღუდება.
