დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის ნაწილს დღეს ელექტრომომარაგება შეუწყდება
09:41 30.12.2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და გაბაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.

ასევე, 11 საათიდან 13 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას რუსთავის გზატკეცილის, ნიშნიანიძის, გორგასლის და ორთაჭალის ქუჩების მაცხოვრებლები.

ბეჭდვა