კომუნიკაციების კომისიაში სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება
კომუნიკაციების კომისიაში სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება
16:27 29.08.2012
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 31 აგვისტოს სამაუწყებლო კომპანიებთან შეხვედრა გაიმართება.

როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების კომისიიდან აცნობეს, შეხვედრის მიზანი „საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ 2012 წლის 15 აგვისტოს მიღებული #9 დადგენილებით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე მაუწყებლებისთვის დამატებითი განმარტებების მიცემაა.

„საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესის“ შესახებ დადგენილებას კომისიის მიერ დამტკიცებული ფორმა აქვს თანდართული, რომელიც ყველა სამაუწყებლო კომპანიამ კომისიაში კვირაში ერთხელ შევსებული სახით უნდა წარადგინოს.

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ახსნა–განმარტების თხოვნით შესული ზარების სიმრავლიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ ყველა სამაუწყებლო კომპანიას აღნიშნული ვალდებულება კიდევ ერთხელ განემარტოს.

ბეჭდვა