სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ კომპანიებთან ერთად ბავშვებს ქართული პროდუქცია გადასცა
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ქართულ კომპანიებთან ერთად ბავშვებს ქართული პროდუქცია გადასცა
13:39 28.12.2019
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ და ადგილობრივმა კომპანიებმა მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლების ბენეფიციარებს, საახალწლოდ ქართული წარმოების რძის პროდუქტები, ტკბილეული და გამაგრილებელი სასმელები გადასცეს.

სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და აღინიშნა, რომ სააგენტო მიესალმება ამგვარ საქველმოქმედო აქციებში მონაწილეობასა და ქართული პროდუქციის პოპულარიაზაციას. სააგენტოს რეკომენდაციებისა და გატარებული პოლიტიკის შედეგად დღეს ბევრი ქართული კომპანიის მიერ წარმოებული სასურსათო პროდუქცია უვნებლობის მაღალ სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ბეჭდვა