დიდუბის რაიონში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
დიდუბის რაიონში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა
18:38 27.12.2019
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, N15 საბავშვო ბაღში წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიების ფარგლებში, ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართული ესტრადის მომღერლებმა, ადგილობრივმა ანსამბლებმა და ახალგაზრდულმა კაპელამ „თუთარჩელა“, მოეწყო ასევე დრამერების შოუ. კონცერტის დასასრულს, სანტა კლაუსი მარხილით დაეშვა, პატარებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.

ბეჭდვა