გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ლანჩხუთის მერთან ალექსანდრე სარიშვილთან და საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძესთან ერთად, ლანჩხუთის სოფლებში
მცხოვრები სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახები მოინახულა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ხელისუფლების წარმომადგენლები მათ სახლში ესტუმრნენ და სადღესასწაულო საჩუქრები გადასცეს.
ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ბენეფიციარებს საჩუქრები ასოციაცია "საბას" დამფუძნებელმა ინეზა კვაჭაძემაც გადასცა.
