აფხაზეთის მთავრობა პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს
აფხაზეთის მთავრობა პატრიარქს აღსაყდრებიდან 42 წლისთავს ულოცავს
12:12 25.12.2019
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსსა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია II -ს ულოცავს აღსაყდრებიდან 42-ე წლისთავს.

"გამოთქვამს უდიდეს მადლიერებას საქართველოს პატრიარქის მიერ გაწეული მოღვაწეობისთვის, რომელიც მან საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის გაძლიერებაში შეიტანა. უსურვებს დღეგრძელობას, ჯანმრთელობას და მხნეობას ქვეყნის და ერის საკეთილდღეოდ"-ნათქვამია მისალოც წერილში.

ბეჭდვა