2020 წლიდან ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი პროექტები დაინერგება
2020 წლიდან ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით ახალი პროექტები დაინერგება
10:19 25.12.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარქიტიაშვილმა ინკლუზიური პროფესიული განათლების თემაზე შემაჯამებელი შეხვედრა გახსნა.

ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ მხარდაჭერით გამართულ ღონისძიებაზე, მონაწილეებმა განიხილეს როგორც 2019 წელს ინკლუზიური პროფესიული განათლების მიმართულებით უკვე განხორცილებული, ასევე, 2020 წლისთვის დაგეგმილიპროექტები.

როგორც თამარ ქიტიაშვილმა ხაზი გაუსვა, ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვის ინიციატივის ქვეშ, 2019 წელს შემუშავდა არა მხოლოდ ახალი მარეგულირებელი აქტი, არამედ გაფართოვდა ჩართულ პირთა რაოდენობა, დაიხვეწა ის სერვისები და ის მექანიზმები რომლებიც ხელს უწყობს სხვადასხვა საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩართულობას. თუმცა, ეს არ არის საკმარისი, 2020 წლიდან,სამინისტრო დაიწყებს ახალ პროგრამას, რომელიც ინკლუზიურ განათლებას მოიაზრებს როგორც უფრო ფართო ცნებას და მასში არა მხოლოდ შეზღუდელი შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიეროებისმქონე პირთა ჩართულობას იგულისხმებს, არამედ შესაბამის საჭიროებაზე მორგებულ სერვისებსა და მექანიზმებს, სხვადასხვა ტიპის სოციალურად მოწყვლად პირებსაც შესთავაზებს.

შემაჯამებელ შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო ასევე სპეციალური საგანმანთლებლო საჭიროების მქონე პირების პროფესიული ორიენტაციის ხელშესაწყობად შექმნილი პროფესიების ანალიზის ინსტრუმენტი და უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე დაფუძნებული პროფესიების გასაცნობი ვიდეო რგოლები.

შემაჯამებელ შეხვედრაში მონაწილეობდნენროგორც პროფესიული კოლეჯების დირექტორები და ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტები, ასევე, - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიდა სხვა მოწვეული სტუმრები.



ბეჭდვა