ლანჩხუთში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
ლანჩხუთში საახალწლო ღონისძიება გაიმართა
21:43 24.12.2019
ლანჩხუთის საგანმანათლებლო სააღმზრდელო ცენტრის, ქალაქის ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მონაწილეობით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები.

პედაგოგებს, აღსაზრდელებს და მათ მშობლებს დამდეგი შობა-ახალი წელი გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ და ლანჩხუთის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა მიულოცეს.

„ მიხარია, რომ დღევანდელ ღონისძიებაზე ასეთ გახარებულ პატარებს ვხედავ. ბავშვებო, გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს, ნათელ მომავალს და თქვენი სურვილების ასრულებას გისურვებთ“ - მიმართა აღსაზრდელებს ზურაბ ნასარაიამ.

ბეჭდვა