„ეს ძალზე მნიშვნელოვანი პროექტია არა მხოლოდ კალათბურთის ფედერაციისთვის, არამედ
სახელწიფოსთვის. ჩვენ, როგორც კი შევიტანეთ განაცხადი FIBA-ში მასპინძლობის უფლების მოპოვების თაობაზე, იმ პერიოდიდანვე წარდგენილი გვქონდა ახალი სპორტის საახლის აშენების ვარიანტი და ასევე უკვე არსებული სპორტის სასახლის გადაკეთების რეკონსტრუქციის ვარიანტი, რაც ფაქტიურად ისევ ახალი სასახლის აშენების ტოლფასია. გვსურს დაგარწმუნოთ, რომ გადაკეთების შედეგად, ძირეულად იცვლება სპორტის სასახლის კონცეფცია.
როგორც საქართველოსთან მთავრობასთან, ასევე FIBA-სთან ჩვენ ყველა ნაბიჯზე გვქონდა შეთანხმება და მოლაპარაკებები გრძელდებოდა აქტიურ ფაზაში.
ძალზე სერიოზული სამშაოებია ჩასატარებელი, არენა ფაქტიურად თავიდან უნდა აშენდეს. პროექტში ჩართულნი არიან საერთშორისო არქიტექტურული ჯგუფები, ქართულ ჯგუფებთან ერთად. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს ყველა საჭირო ინვენტარის და სხვა ინფრასტრუქურული მასალის შეძენის პროცედურები. დარწმუნებულები ვართ, რომ ამ პროექტს არავითარი საფრთხე არ ელის.
FIBA-სთან რამდენიმე კვირის წინ გვქონდა მორიგი შეხვედრა, სადაც ზუსტად ეს პროექტი და ჩვენი მოსაზრებები კიდევ ერთხელ გავიარეთ, დაგვეთანხმნენ ამ საერთო ხედვაში, გვირჩიეს რომ მთავარია, დაკმაყოფილებული იყოს FIBA-ს მოთხოვნები და საერთაშორისო სტანდარტები - განაცხადა, დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა გიორგი ქართველიშვილმა.
პრესკონფერენცია კალათბურთის ეროვნული ფედერაციისთან ერთად გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, პაატა გურასპაული და ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი, მანუჩარ მარკოიშვილი.
