ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ სასურსათო პაკეტი დარიგდა
ახალციხის მუნიციპალიტეტში წინასაახალწლოდ სასურსათო პაკეტი დარიგდა
10:47 24.12.2019
ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, სასურსათო პაკეტების დარიგება დასრულდა.

მერის მოადგილემ, ალექსი ზედგინიძემ და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უკიდურესად გაჭირვებული ოჯახები და დევნილები მოინახულეს. მათ სასურსათო პაკეტები (ფქვილი, ზეთი, შაქარი, ბრინჯი, წიწიბურა) გადასცეს.

სასურსათო პაკეტები უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახებს ყოველკვარტალურად გადაეცემა.

ბეჭდვა