დღეს რამდენიმე მატარებელი მსვლელობიდან მოიხსნება
დღეს რამდენიმე მატარებელი მსვლელობიდან მოიხსნება
18:43 23.12.2019
რამდენიმე მატარებელი დღეს, ერთი დღით მსვლელობიდან მოიხსნება.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ხარაგაულის გადასარბენზე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობის გამო 24 დეკემბერს, ერთი დღით, მსვლელობიდან იხსნება მატარებელი № 12/11 (18/17) თბილისი - ქუთაისი - ოზურგეთი. ასევე საგარეუბნო ელექტრო-მატარებელი №6448/6447 - ხაშური - ზესტაფონი და №635/636 ქუთაისი-საჩხერე.

25 დეკემბრიდან ზემოაღნიშნული მატარებლები აქამდე არსებული განრიგით იმოძრავებენ.

ყველა იმ პირს, ვინც    აღნიშნულ რეისებზე შეიძინა  სამგზავრო დოკუმენტი,  საშუალება აქვთ ბილეთები დააბრუნონ „საქართველოს რკინიგზის“ ნებისმიერ სალაროში. ბილეთის საფასური 100% ანაზღაურდება“-აცხადებენ რკინიგზაში.

ბეჭდვა