დავით ასათიანი: ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
დავით ასათიანი: ვაჟა გაფრინდაშვილს 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
16:29 20.12.2019
ოკუპანტების მიერ გატაცებულ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამის შესახებ ადვოკატი დავით ასათიანი "ფეისბუქზე" წერს.

"ცხინვალის რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილი დასაჯა თავისი პრინციპული და პატრიოტული პოზიციისათვის - 1წელი და 9 თვე

ექიმის გათავისუფლებისათვის ბრძოლა გრძელდება"-წერს ასათიანი.
ცნობილი ქართველი ექიმი ტრამვატოლოგი, ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს.
ბეჭდვა