საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ხვალ რუსთაველის გამზირი გარკვეული დროით გადაიკეტება
საახალწლო განათებების მონტაჟის გამო ხვალ რუსთაველის გამზირი გარკვეული დროით გადაიკეტება
13:04 17.12.2019
დედაქალაქის მასშტაბით, საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.

აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, ამაღამ, 18 დეკემბრის 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი"" ახორციელებს.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შეფერხებისთვის!


ბეჭდვა