საქართველოს ეროვნული პლატფორმა წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ განცხადებას გააკეთებს
საქართველოს ეროვნული პლატფორმა წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ განცხადებას გააკეთებს
09:01 29.08.2012
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წარმომადგენლები საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი მედიაგარემოს შესახებ დღეს ბრიფინგზე განცხადებას გააკათებენ.

განცხადებას მხარს 60 არასამთავრობო ორგანიზაცია უჭერს.

როგორც „ნიუსპრესს“ ეროვნული პლატფორმის საკოორდინაციო საბჭოდან აცნოებს, პლატფორმა ყურადღებას ამახვილებს მრავალფეროვანი ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე, ასევე, მედიისა და ჟურნალისტების საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე.

საქართველოს ეროვნული პლატფორმა ასევე, მიმართავს ხელისუფლებას, ევროკავშირის ინსტიტუტებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, პრიორიტეტულად გმიიჩნიონ განცხადებაში გამოკვეთილი საკითხები.

ეროვნული პლატფორმა მზადაა პროცესში ჩართულობით ხელი შეუწყოს არსებული პრობლემების გადაჭრას.

ბეჭდვა