დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 01 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ტარიელის, გიორგი ბრწყინვალეს, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის და თინათინის ქუჩების მაცხოვრებლებს.
02 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, დიდი დიღმის I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, ფატმანის, ასმათის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, ვეფხისტყაოსნის, მეფე მირიანის, ავთანდილის, დავარის და ოთხი ათასი მესხის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I, II კვარტლების, ვაჟა-ფშაველას VI, VII კვარტლების, პეტრე ქავთარაძის, შავიშვილის, უნივერსიტეტის, ზურაბ ანჯაფარიძის, ვაგან მამასახლისოვის, ბუდაპეშტის, ონიაშვილის, კანდელაკის და ჟღენტის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 05 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ერეკლე მეორეს მოედნის, სანაპიროს, ერეკლე მეორეს, გორგასალის, ბამბის რიგის, თუმანიანის, ეფრემ მცირეს, კოტე აფხაზის, შარდენის და სიონის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ასათიანის და კოჯრის ქუჩების მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, ხეივნის, ბადაგის, საბატონოს და ვლადიმერ წითლანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
13 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, პუშკინის, გუდიაშვილის და ეროსი მანჯგალაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
00:30 საათიდან 03 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), გიორგი წერეთლის და მიხეილ თამარაშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ფალიაშვილის ქუჩის (ნაწილორივ) მაცხოვრებლებს.
გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), მიქელაძის, ყიფშიძის და აბულაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
