ვარკეთილის დასახლების ნაწილს დღეს წყალმომარაგება შეეზღუდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერიდან“ აცნობეს, შეზღუდვის მიზეზი ვარკეთილის სატუმბო სადგურში დაგეგმილი სარეკონსტრუქციო სამუშაოებია.
ამ მიზეზით, 11:00-დან 24:00 საათამდე წყალმომარაგება „ვარკეთილი 3“-ის დასახლებას შეუწყდება.
კომპანიის ინფორმაციით, გათიშულ აბონენტებს წყალი სამუშაოების დასრულების შემდეგ აღუდგება.
