ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
ამაღამ რუსთაველის გამზირი გადაიკეტება
17:27 15.12.2019
დედაქალაქის მასშტაბით საახალწლო განათებების მონტაჟი გრძელდება.
აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 16 დეკემბრის, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში, რუსთაველის გამზირი (პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთი) გადაიკეტება.

სამუშაოებს ,,თბილსერვის ჯგუფი’’ ახორციელებს.

ბეჭდვა